წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და ცოდნას სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობით იღრმავებენ.
ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქანთარია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობებში.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მეორე ადგილი აიღო და მშობლიური სკოლა ამაყობს მისი მიღწევებით.
„ვულოცავთ ნიკოლოზს ამ დიდ წარმატებას. გვჯერა, რომ ქვეყნის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდება და მრავალგზის ასახელებს მშობლიურ სკოლას. ვუსურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.