სერგიეთისა და ლეციცხვაიეს საჯარო სკოლების მოსწავლეები მეტყევის საქმიანობას გაეცნენ და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ მეტი შეიტყვეს
02-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთისა და გელა ჭედიას სახელობის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და ცოდნას იმაღლებენ.

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამსახურში გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს, სერგიეთის და შამგონას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე, ლამზირა კიკალიამ და CENN-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა, მაია კოდუამ, ტყის რესურსების და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტყის მართვის სისტემების, ტყის ბიომრავალფეროვნების, მეტყევის პროფესიის დანიშნულების და საქმიანობის სპეციფიკაზე.

აღსანიშნავია, რომ ტყის საერთაშორისო დღე 2012 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მიმდინარე წელს ტყის საერთაშორისო დღის თემაა - „ტყეები და ინოვაციები - ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსათვის".

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203