მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საგანმანათლებლო ტიპის კონკურსი ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არააფორმალურ განათლებას. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიციურ მასწავლებელთა გუნდის ინიციატივითა და დირექციის ხელშეწყობით მოსწავლეები ინტენსიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში და ხშირად გადმოაქვთ ამა თუ იმ კონკურსის ანალოგები სკოლაში.
პედაგოგების, მურად ჯანაშიას და სულიკო იობიძის ინიციატივიტ ამჯერად მე-9, მე-10, მე-11 კლასის მსოწავლეთა მოანწილეობით გაიმართა „ეტალონის“ იმიტირებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრება მოსწავლეებს შორის სახალისო და საინტერესო იყო, ბავშვები კი დიდი მონდომებით ცდილობდნენ კონკურსში გამარჯვების მოპოვებას. საბოლოოდ იმიტერბულ შეჯიბრში, რომელიც ეროვნულ-ინტექლეტუალური კონკურს „ეტალონის“ ანალოგი იყო გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლემ - ლუკა ფაცაციამ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის მურად ჯანაშიას და სულიკო იობიძეს.
იხილეთ ფოტოები: