art, beauty and creativity - დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი პრეზენტაცია 
03-04-2024

დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიანი სწავლების მნიშვნელობა კარგად ესმით და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით უმრავალფეროვნებენ. მოწაფეებიც აქტიურობით გამოირჩევიან. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, აგრეთვე მე-5 კლასელმა ნატალი ჩხარჩხალიამ, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - art beauty and creativity.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს მოდაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, პოპულარულ ბრენდებზე როგორიცაა - Versace, Prada, Dolce & Gabbana, Ralph Lauren, Dior, Balenciaga, ცნობილ დიზაინერებზე, გარდა ამისა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, ნამუშევრების თემატიკა კი სხვადასხვა სტილს უკავშირდებოდა.

მოსწავლეებმა მოდელების როლიც მოირგეს. პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი.

პროექტის იდეა ეკუთვნის პედაგოგ შორენა ესართიას, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით ანებივრებს. 

„მადლობა, ამ საინტერესო და საოცარი იდეისთვის შორენა მასწავლებელს“,- აღნიშნევენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203