შილდის N2 სკოლაში, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
01-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საგანმანათლებლო სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, შილდის N2 საჯარო სკოლაში, სკოლის ექიმმა ნ. ელოშვილმა საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა, სადაც მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა კლასის ხელმძღვანელი ლ.ჭუნაშვილი გახლავთ, პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება. პირის ღრუ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა. ჯანმრთელი კბილები და ღრძილები კი სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო ბარათები პირის ღრუს მოვლის რუტინის შესახებ.

შევთანხმდით, რომ ყოველი დღე პირის ღრუს ჯანმრთელობის დღედ ვაქციოთ“, - გვიყვებიან სკოლაში.

20 მარტი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი დაწესების მიზანია, მოსახლეობამ მეტი შეიტყოს პირის ღრუს სიჯანსაღის მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203