ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის ეგიარზენის დაწყებით სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, მოსწავლეები ესტუმრნენ დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს.
მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ისტორიას, დაათვალიერეს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები და სხვა საინტერესო ექსპონატები, მონაწილეობა მიიღეს სასახლის საგანმანათლებლო პროგრამაში - „კანფეტების ისტორია“, სადაც კანფეტების შექმნის ისტორიას გაეცნენ და საინტერესო ვიდეომასალა ნახეს.
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში კი, ბავშვებმა, საკუთარი დიზაინით შეფუთეს ტკბილეული.
იხილეთ ფოტოები: