ტალერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი გაგუამ საინტერესო პროექტი განახორციელა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება.
მასწავლებელთა შრომას შედეგი გამოაქვს და მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ინიციატორები თავადაც არიან. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე ნინი გაგუამ, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელია, საინტერესო პროექტი განახორციელა.
ის სხვადასხვა სკოლაში დადიოდა და იკვლევდა, რამდენად ინფორმირებული იყვნენ თვითმმართველობის საკითხების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა, სადაც პოეტი დავით ქაქუთია მიიწვიეს, რითაც პროექტი კიდევ უფრო საინტერესო გახდა.
„პროექტი საინტერესოდ და დასამახსოვრებლად განხორციელდა... გმადლობთ, ბატონო დავით, საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისათვის. მოსწავლეებს, პრეზენტაციის შედეგად, ინტერესი უფრო გაუღრმავდათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: