ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 4 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ აბიტურიენტი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება, ამასთან მას კონკრეტული სახის ცვლილების შეტანა ეკრძალება. კერძოდ:
2024 წლის 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი)
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში
გაითვალისწინეთ ! რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას!