თბილისის N115 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
02-04-2024

თბილისის N115 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ტოლერანტობის გაღვივებასა და სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას. 

სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შემეცნებითი ხსიათის შეხვედრა ჩატარდა.

სკოლაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს, რომელიც შეეხებოდა დაუნის სინდრომის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, კი ნახეს ვიდეორგოლი თუ როგორ ხედავენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მათი დედმამიშვილები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სტერეოტიპებზე, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას და ასევე, შეიძინეს დამატებითი ინფორმაცია საკითხის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ შეხედრაზე გამოიკვეთა მითებისა და რეალობის მნიშვნელოვანი მაგალითები და გამოიფინა საინფორმაციო დაფაზე, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის.

ასევე დამრიგებლებს მიეწოდათ რესურსები კლასის საათზე დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის აქტივობების დასაგეგმად. 

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ აქტივობებს დიდი მხარდაჭერა გაუწია სკოლის დირექციამ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203