სათხის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე და „ანბანის გაცილება“ ერთად აღნიშნეს
29-05-2018
სათხის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის „ანბანის გაცილება“ მშობლიურ და ქართულ ენებზე ჩატარდა. 

პატარებმა ღონისძიება საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყეს, შემდეგ სომხური და ქართული სიმღერები იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ეროვნული ცეკვა იცეკვეს და სომხური ზღაპრების მიხედვით სპექტაკლები დადგეს.

ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელ სონიკ მკოიანისმიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი რუზანნა ისოიანი და მუსიკის მასწავლებელი მარგო  ნანაიანი დაეხმარნენ.  

ამავე დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც სკოლის ქართული ენის მასწავლებლებმა მოამზადეს.   

მოსწავლეებმა  სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203