დღნორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს
02-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დედის დღესა და ზოგადად, ცხოვრებაში მშობლის როლზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. აქტივობებმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203