ალექსეევკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული შემეცნებითი აქტივობები
02-04-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განხორციელდა. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, კედლის გაზეთი შექმნეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გარდა ამისა, თემასთან დაკავშირებით, შემეცნებითი საუბარი გაიმართა.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.