ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
29-05-2018
ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართულ-სომხური მეგობრობის 100 წლისთავი აღნიშნეს. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნის მოსმენით დაიწყო. 

მოსწავლეებმა ქართული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები მხატვრულად, სკოლაში გაიმართა ნახატების კონკურსიც. 

მოსწავლეები საქართველოს დროშის ფერების შესაბამისად იყვნენ ჩაცმულები. 

ღონისძიებას მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

ნახატების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203