„პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, თანამშრომლობა“- მარტვილის N1 სკოლის მასწავლებელი ალექსანდრე კვესელავა პედაგოგის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
02-04-2024

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ალექსანდრე კვესელავა თავისი საქმის პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიეტირებული პიროვნებაა. პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სწავლისთვის საუკეთესო სასწავლო გარემო შეუქმნას, რასაც ახერხებს კიდეც. ბავშვებისთვის რჩევებს არასდროს იშურებს, მათ ყოველთვის წინსვლისკენ უბიძგებს და ეუბნება, რომ თუ მოინდომებენ ყველაფერს აუცილებლად შეძლებენ. 

 ალექსანდრე კვესელავა, etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, თანამშრომლობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სწავლისთვის საუკეთესო პირობებს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თუ მოინდომებ ყველაფერს მიაღწევ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტს მოვინდომებდი და ვიმუშავებდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სწავლაზე გულაცრუებული ბავშვის სწავლისკენ შემობრუნება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ტექნიკური საგნები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203