შილდის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული ფერადი ღონისძიებით აღინიშნა
02-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

მათ შორის იყოს გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება, რომელიც მე-2 კლასში, დამრიგებელის- ია იორდანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები - მათ ეს დღე მიუძღვნეს პედაგოგებს და დედებს.

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა და დადებითი ემოციებით დაიმუხტა.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203