„ნუ იკითხავ, რა უნდა წავიკითხო, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რაც გსურთ“ - ლიტერატურული კვირეული გაუწყინარის საჯარო სკოლაში
02-04-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

გასაკვირი არაა, რომ სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც განსაკუთრებულად, ლიტერატურული კვირეულით აღინიშნა აღინიშნა. 

საერთაშორისო კამოანიას, „ნუ იკითხავ, რა უნდა წავიკითხო, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რაც გსურთ“ - ამ დევიზით შეურთდნენ გაუწყინარის საჯარო სკოლის V-IX კლასის მოსწავლეები, დირექტორი ნინო მეგენეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რ.გიგინეიშვილი-გიორგაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი ეტაპი მიეძღვნა საჯაროდ კითხვისა და პასუხების ურთიერთმიმართებას; მეორე ეტაპი წაკითხული წიგნის პრეზენტაცია-დისკუსიას; მესამე ეტაპი კალიგრაფიული კულტურის გამომურავებას; დასკვნით ნაწილში კი, ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამოხატვას.

სკოლაში გვიყვებიან, რომ კვირეულში ჩართული იყო მთელი სკოლა, იგი ემსახურებოდა წიგნიერების პროპაგანდას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203