სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროკურორს შეხვდნენ
29-05-2018
სამტრტედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები რაიონის პროკურორ მალხაზ გეწაძეს შეხვდნენ. შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები შეხვედრისთვის მთელი თვე ემზადებოდნენ და სპეციალურად დამზადებულ ყუთში მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ კითხვებს ყრიდნენ.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოზარდების კითხვებს პროკურორმა ამომწურავი პასუხები გასცა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.