მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა დედები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა.
ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლაში დედისა და ქალთა დღე ყველას დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ყველას გილოცავთ! ბედნიერი დედები ყოფილიყავით! მშობლებს მადლობა ხელშეწყობისთვის! ასევე დირექტორს - ირმა ადამიას და პედაგოგებს გაწეული შრომისა და დაფასებისთვის!“, - ამ სიტყვებით მიმართა ღონისძიების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: