თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში 2 აპრილი - საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო, ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მე-2 - მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა გარემოში წაიკითხეს საბავშვო წიგნები, კერძოდ, ქართული ხალხური ზღაპარი - „წიქარა“, გურამ პეტრიაშვილის - „ბეჰემოტი და „სიზმარი“, „მევიოლინე და პატარა ჩიტი“ და საბავშვო ენციკლოპედიიდან მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე იმუშავეს წაკითხულის გააზრებაზე, ბოლოს კი, მათ პირობაც დადეს, რომ არასდროს არ შეწყვეტენ წიგნის კითხვას.
ცნობისთვის, 1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
იხილეთ ფოტოები: