მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები 26 საუკუნის წინ შექმნილ ქართულ ანბანს „მოეფერნენ“
29-05-2018
მუხრანის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგებმა მანანა პეპანაშვილმა და ია ჭანტურიამ ღონისძიება „ანბანის გაცილება“ ჩაატარეს.

ეს იყო ორგანიზებული, საინტერესოდ დადგმული, ერთმანეთისაგან განსხვავებული, შინაარსიანი ზეიმი. 

მოსწავლეები 26 საუკუნის წინ შექმნილ ქართულ ანბანს, რუსთაველის, ილიას, ვაჟას, აკაკის და გალაკტიონის ენას, მოძღვართ მოძღვრის–დიდი იაკობის “დედაენას” დიდი სიყვარულით მოეფერნენ.
 
ღონისძიებები მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სასცენო ხელოვნების ელემენტების დაუფლებას, სამეტყველო უნარების განვითარებას, შემოქმედებითი აზროვნების, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებმა „დედა ენის“ შექმნისა და განვითარების ისტორია ლექსებით გაიხსენეს. ღონისძიებები ქართული ენის სადიდებელმა სიმღერებმა გაალამაზა. ანბანთქება ანდაზებით – პირველკლასელებმა ქართული ენა და დედაენა ასეთი ხერხით შეამკეს. მათ ხალისით წარმოადგინეს ინსცენირებები იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან“ და, ასევე, სხვადასხვა პერსონაჟის როლი კარგად მოირგეს.

ღონისძიებებში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, შექმნილი იყო საზეიმო, ამაღლებული განწყობა, წარმოჩინდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარი.

დამსწრე პედაგოგებმა და დირექტორმა სოფიო კუბლაშვილმა პირველკლასელებს ცოდნისაკენ გზა დაულოცეს, ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203