„ნიკო ფიროსმანის შემოქმედება“  - საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი მხატვრის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-04-2024

ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ნიკო ფიროსმანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, პროექტი „ნიკო ფიროსმანის შემოქმედება“ განახორციელეს. მათ მხატვრის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც საზოგადოებას გააცნეს.

ბავშვებმა მისი მოღვაწეობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203