რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველებმა - დეტალებს NAEC ავრცელებს
06-04-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 აპრილის 10:00 საათიდან 15 აპრილის 18:00 საათამდე.  

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

რესურსცენტრების მისამართები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203