მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია აპლიკანტებისთვის
03-04-2024
დაიწყო მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია პირველ რიგში გადაიხადოთ გამოცდის თანხა - 50 ლარი. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;