აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
03-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევარი მოამზადეს. მასწავლებლის - მელინე ხოცანიანის ინიციატივით, მოსწავლეებმა საბავშვო წიგნებიდან შარლ პეროს „კონკია“ შეარჩიეს.

ზღაპრის დეტალურად გაცნობის მიზნით, სკოლაში დიდ ტელევიზორში მულტფილმის ქართულ ვერსიასაც უყურეს. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ფილმს ინტერესით უყურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ კონკიას ნახატებით ლამაზი პლაკატი დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამუშაოში ყველა მოსწავლე ჩაერთო, მათ ზღაპარი და საკუთარი ნამუშევარი ძალიან მოეწონათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203