გურჯაანის, არაშენდის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ლოლა რუაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეორეკლასლებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ზეიმს სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.
„სიყვარულითა და სითბოთი სავსე განწყობით ჩაიარა ზეიმმა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები