ორხვის საჯარო სკოლაში მარტის მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
03-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, ბუნების მასწავლებლის ინიციატივით, ერთდროულად 3 თარიღი - გაზაფხულის ბუნიობა, ტყის საერთაშორისო დღე და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებმა თითოეული თემის შესახებ ნახატები შექმნეს. გარდა ამისა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ გაზაფხულის ბუნიობაზე, დღეღამ ტოლობასა და შემდგომ დღის ხანგრძლიობაზე ისაუბრეს, რაც ბუნებისათვის ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია.

ღონისძიებაზე ყურადღება გაამახვილეს ტყის მნიშვნელობაზე და აქტიურად წამოიჭრა თემა - „ტყე შეუნახოთ შვილებსა“. სასკოლო საზოგადოებამ აღნიშნა, რომ დედამიწა ნათხოვარი გვაქვს მომავლისაგან და ყველა მასზე არსებულ სიმდიდრეს უნდა გაუფრთხილდეთ. 

მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ დაუნის სინდრომის შესახებაც ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და გააჟღერეს გზავნილი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203