ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
03-04-2024
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სასკოლო საზოგადოება კი მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, მათი ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შემდეგი სიტყვები გასდევდა - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. პატარებმა საყვარელი მშობლების გახარება შეძლეს.

სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203