ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში მავნე ჩვევების დამღუპველ შედეგებზე იმსჯელეს 
03-04-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მასწავლებებლ მარინა ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით, პრობლემურ თემაზე: „ადამიანი და ჯანმრთელობა“ და „მავნე ჩვევები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. მათ თეორიულ საკითხებთან ერთად, ვიდეომასალები და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.

გაკვეთილს ესწრებოდნენ უფროსკლასელებიც. ისინი დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, რომელიც მავნე ჩვევებს ეხებოდა. მოსწავლეებმა იმსჯელეს მავნე ჩვევების გამომწვევ მიზეზებზე, პრობლემებსა და მათგან თავის დაღწევის გზებზე.

„ამ თემის მნიშვნელობის და აქტუალურობის გამო გაკვეთილი საინტერესოდ, პროდუქტიულად წარიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203