„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა სამედიცინო სფერო“-დიდგორის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი ნარსავიძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს
03-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ლალი ნარსავიძე ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. მისთვის კლასში მნიშვნელოვანია დისციპლინის დამყარება, რისი მიღწევაც ერთმანეთის მოსმენის გარეშე შეუძლებელია. ის ბავშვებისთვის, ერთი შეხედვით მკაცრი, თუმცა ძალიან მეგობრული და ლმობიერი პიროვნებაა. მოსწავლეებს ყოველთვის სასარგებლო რჩევებს აძლევს და ყველაფერში ეხმარება.

ლალი ნარსავიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

-კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პასუხისმგებლობა, ბავშვების სიყვარული და შემწყნარებელი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ერთმანეთის მოსმენას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ჩემო საყვარლებო ნუთუ ახლა ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას?!“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი!

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- პირველი შთაბეჭდილება - მკაცრი, შემდეგ კი აღნიშნავენ თუ როგორი მეგობრული და ლმობიერი ვარ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როდესაც ჩემს საგანს აბარებენ ეროვნულ გამოცდაზე.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სამედიცინო სფერო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203