სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები მოეწყო. მოსწავლეები სინდრომის შესახებ ინფორმაციებს გაეცნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
ბავშვებმა ასევე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: