ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.
სკოლაა ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთის პატივისცემას, ასევე მშობლებისა და მასწავლებლების ამაგის დაფასებას სწავლობენ; ამიტომ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება.
საოცრად ემოციური გახლდათ მე-7 კლასელების მიერ მოწყობილი აქტივობა... ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ბარათები და შინ დაბრუნებულებმა დიდი სიყვარულით გადასცეს დედიკოებს.