ფარიზის საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა ყვავილები და ქოთნები დაამზადეს - ხელოვნების პედაგოგის, თინათინ ჩარკვიანის მიერ ტრადიციად ქცეული აქტივობა
03-04-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციულად ქცეული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ხელოვნების პედაგოგმა თინათინ ჩარკვიანმა ჩაატარა. სკოლის კვალიფიციურმა მასწავლებლმა კარგად იცის, რომ მოსწავლეებში, შემქომედებითი უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ცდილობს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების საფეხურებზე მყოფ მოსწავლეებს გაულამაზოს დღე და სახალისო აქტივოებების პარალელურად იზრუნოს მათი უნარების განვითარებაზე. 

პედაგოგმა თინათინ ჩარკვიანის ორგანიზებით სკოლაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების სასკოლო სივრცეში გამოფენა. ამჯერად სახვითი და გამოყენებით ხელოვნების გაკვეთილზე ჩატარდა აქტივობა „გაზაფხულის ფერები“, რომლის ფარგლებშიც მეორე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ყვავილების ქოთნები და თავად ყვავილებიც.

აქტივობის ბოლოს ნამუშევრები ტრადიციულად სკოლის ტერიტორიაზე გამოიფინა და სასკოლო საზოგადოების განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203