წნორის N3 საჯარო სკოლის კლუბი „ევრიკა“ ივნისში, ვარშავის სამეცნიერო პიკნიკში მიიღებს მონაწილეობას
03-04-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვება.

2023 წლის იანვარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის გამოაცხადა კონკურსი - „წლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“. მასში წნორის N3 საჯარო სკოლის კლუბი „ევრიკა“, მისი ხელმძღვანელი - ნინო კოკილაშვილი და 4 მოსწავლე - ლუკა ყოჩიაშვილი, ლიზი შიხაშვილი, ანანო ბალიაშვილი, ნიკოლოზ ქილიტაური ჩაერთნენ.

კონკურსის მიზანი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში, ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო.

კონკურსის პირობა განხორციელებული კვლევითი პროექტის შესახებ ორწუთიანი ვიდეოს გადაღება იყო, რომელშიც მოსწავლეებს პროექტის დასახელებასა და მიზანზე, მის მიმდინარეობაზე, კვლევითი პროცედურის აღწერაზე და ბოლოს, შედეგების ანალიზსა და სამეცნიერო დასკვნაზე უნდა ესაუბრათ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა წნორის N3 საჯარო სკოლის პროექტი „ბგერის სიჩქარე“. გამარჯვებული კლუბი „ევრიკა“ 2024 წლის ივნისში, პოლონეთში, ვარშავის სამეცნიერო პიკნიკში მიიღებს მონაწილეობას. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ნინო კოკილაშვილს კონკურსში გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მოსწავლეებთან ერთად“,- სკოლაში ამ მიღწევით ხარობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203