„დისციპლინა ნიშნავს საკლასო ოთახში კარგი მასწავლებლის ყოფნას“ - დოდო გაბისონია, მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი
03-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ დოდო გაბისონია სასკოლო საზოგადოებას ღირსეულად და დიდი წარმატებით უძღვება. ის როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე ზრუნავს. 

მისი აზრით, კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისებებია ტოლერანტულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და წინდახედულობა. დირექტორის თქმით, ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიუღწევია, ისევ მოსწავლეთა წარმატებაა. დოდო გაბისონიამ etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტი, პასუხისმგებლიანი, წინდახედული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში კარგი მასწავლებლის ყოფნას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა, დღეს მე ვის რა ვარგე.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- პროფესიას არ შევიცვლიდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი მოსწავლეების წარმატება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჩემგან როგორი მასწავლებელი დადგებოდა, შევძლებდი კი მოსწავლეებთან ურთიერთობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203