აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსზე I ადგილი დაიკავეს
03-04-2024
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი თავისუფალ თემაზე, რომელიც ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებამ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩაატარა.

კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. იდეისა და პროექტის ავტორია მაყვალა ქობულაძე.

მასში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XI კლასების მოსწავლეები.

კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, ლიდერების აღმოჩენა, ისეთი უნარების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად გამოცდილებას შესძენს.

მოსწავლეებმა მოიკვლიეს თავისუფალ თემაზე მათთვის საინტერესო თემატიკა, ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა და მოძიებული ინფორმაცია წარადგინეს ბლოგის სახით.  თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა ერთი  ნამუშევარი.

დებულების თანახმად, როგორც გვიყვებიან, კონკურსზე, ბლოგების ავტორებმა თავად გააკეთეს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია, რის საფუძველზეც, კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ I ადგილი - ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლამ დაიკავა.

I-II–III ადგილზე გასული სკოლები, ჟიურის რჩეული და საუკეთესო ბლოგების ავტორები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით  და დიპლომებით;  

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ! საუკეთესოები ხართ, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მონაწილეებს ბლოგების მოსამზადებელი დრო განესაზღვრათ 2024 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტამდე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203