„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს მეგობრულ გარემოს“ - დინა ქავთარაძე, ორბეთის საჯარო სკოლის პედაგოგი
03-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის დინა ქავთარაძის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წარმატებული მომავალია. 

მისი აზრით, საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს მეგობრულ გარემოს. პედაგოგი მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად მან, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტული,  ყურადღებიანი, მეგობრული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- როდესაც მეგობრული გარემო სუფევს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღ! კარგი ბავშვები ხართ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტად ავითვისებდი სასწავლო მასალას, რათა მომავალში გამოვიყენო.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების ბედნიერი სახეების ხილვა, აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მასწავლებლობა და კულინარია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203