ბაღების დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - დოკუმენტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებს ეხება.
აღსანიშნავია, რომ დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებული იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მიმართულებით;
გ) აქვს საგანმანათლებლო სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით;
ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
რაც შეეხება საკანონმდებლო აქტებს, დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება იცოდეს:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II, IX თავი);
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.
ი) ფინანსური მართვის საფუძვლები.
აქვე აღსანიშნავია, რომ დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსის მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Exel, Power Point მუშაობა.