ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.
კათედრას მასწავლებელი ნონა ცინდელიანი ხელმძღვანელობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის განხორციელდა პროექტი „მოვაშინაუროთ წიგნები“. პროექტი მიზნად ისახავდა კლასგარეშე ლიტერატურის პოპულარიზაციას და ციფრული წიგნიერების განვითარებას. საბაზო საფეხურზე ყველაზე მეტი ქულა ყარ-სგურიშის სკოლის მოსწავლეებმა მოაგროვეს და პირველი ადგილი მოიპოვეს.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სასწავლო პროექტი „დავით კლდიაშვილი -ცრემლიანი სიცილი“, რომლის ფარგლებში წარმოადგინეს სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“.
სკოლაში ასევე დაიდგა სპექტაკლი „სალამურას თავგადასავალი“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნონა ცინდელიანისა და რუსული ენის მასწავლებლის მარინა ბუთურიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ინტეგრირებული სასწავლო პროექტი „რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები“.
იხილეთ ფოტოები