„პროფესიისა და ბავშვების სიყვარული, ობიექტურობა“ - ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგი ვერიკო კოკოლაშვილი მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
04-04-2024
„კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისებები პროფესისა და ბავშვების სიყვარული და ობიექტურობაა“- ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერიკო კოკოლაშვილი, რომლისთვისაც სასკოლო გარემოში ურთიერთპატივისცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

საკუთარი პროფესია იმდენად უყვარს, ახლა რომ აბიტურიენტი იყოს, ცხოვრებას კვლავ მასწავლებლობას მიუძღვნიდა. ამბობს, რომ მისთვის სასწავლო პროცესში მიღწეული ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლის თვალებში ამოკითხული სიყვარულია. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიის სიყვარული, ბავშვების სიყვარული, ობიექტურობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა, ერთად ვიფიქროთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

-კვლავ პედაგოგობას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთხელ მითხრეს იუმორის კარგი გრძნობა გაქვთო.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლის თვალებში სიყვარული ამომიკითხავს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მათემატიკა და სააზროვნო დავალებები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203