„დედა-შვილობა სიცოცხლის ზღაპარი“​ - ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
05-04-2024

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედის დღე. სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოწაფეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან, სწორედ ამ გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებითა და საინტერესო აქტივობებით. 

ჩაიწერა ინტერვიუ ბავშვებთან. მოწაფეებმა დედებს დღესასწაული თბილი სიტყვებით მიულოცეს და მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ასევე, სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედა-შვილობა სიცოცხლის ზღაპარი“.

ბავშვებმა გაზაფხულის შემობრძანება, დედათა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს დამსწრე საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203