ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლი მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
3 აპრილს, მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში, სადაც გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.
მოსწავლეები გაეცნენ ბრიგადის დაარსების ისტორიას, მოინახულეს ინფრასტრუქტურა, კერძოდ სპორტული კომპლექსი, საცხოვრებელი ყაზარმა და სამხედრო სასადილო, სადაც მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად ისადილეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე ამაღელვებელი იყო მე-2 ქვეით ბრიგადაზე რიცხული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერება.
სამხედრო ნაწილში მიღებასა და ღია კარის დღის გამართვისათვის სკოლა მადლობას უხდის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს და სრულიად თავდაცვის ძალებს.
აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: მაიორი როინ მაკარაძე, მასტერ სერჟანტი დავით მოსიავა.
იხილეთ ფოტოები: