ბესიკ დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის ღირსეული, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. ის საქმის, მოსწავლეების სიყვარულითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. დირექტორი დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინის, რასაც სწავლის ხარისხის ამაღლებით ახარხებს. აღსანიშნავია, რომ მას მეგობრული და კარგი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, მათთან სხვადასხვა მიდგომას იყენებს, რაც ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.
დირექტორი ბესიკ დავითაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პასუხისმგებლობის გრძნობა, საკუთარი საქმის სიყვარული, მოსწავლეების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სწავლის ხარისხის ამაღლებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ვიშრომოთ, შედეგი გვექნება.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმუმს გავაკეთებდი მიზნების მისაღწევად.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ამას თავად მოიფიქრებენ და იტყვიან.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სუსტ მოსწავლეებთან განსაკუთრებული მიდგომა და შედეგის დადება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სკოლის დირექტორობა და თანაც ასრულდა ჩემი ინტერესი.