ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
04-04-2024
გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა საყვარელი ადამიანების გახარება შეძლეს. სკოლაში დედის დღესა და ზოგადად, ცხოვრებაში მშობლის როლზეც ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203