„მარტის თვე საჩუქრებით დახუნძლული აღმოჩნდა“ -ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კბილების მოვლის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაუტარდათ
04-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ადამიანი აღუზრდია. სასიხარულოა, როდესაც ისინი მშობლიურ გარემოსა და მასწავლებლების ამაგს არ ივიწყებენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის მარტის თვე საჩუქრებით დახუნძლული აღმოჩნდა. GEO PERIO-ს ორგანიზებით ღონისძიება - „მე ვიხეხავ კბილებს“ ჩატარდა, კლინიკა Eskulapi dental-clinic-ის დამფუძნებელმა ნინო გურულმა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია, l, ll, lll, lV, V კლასის მოსწავლეებს საჩუქრები გაუგზავნა. საჩუქრები მოსწავლეებს ექიმმა ნატა უსენაშვილმა გადასცა. მანვე, კბილის მოვლის შესახებ, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ნინო გურულის დედამ - მანანა ჭიღლაძემ პედაგოგოგიური მოღვაწეობა სწორედ ხალიფაურის სკოლაში დაიწყო. კლინიკის დამფუძნებელსა და ექიმს სკოლაში დიდ მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის სახელით, ქალბატონ ნინო გურულს და ქალბატონ ნატა უსენაშვილს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, ჩენი მოსწავლეების გახარებისთვის.
წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულო ქალბატონებო. ადამიანები, რომლებიც სხვის გახარებაზე ფიქრობენ და ასრულებენ ჩანაფიქრს, დიდ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203