მოსწავლეებში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თბილისის N10 საჯარო სკოლას ესტუმრა
05-04-2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარმომადგებლები თბილისის N10 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს პროფესიული განათლების და იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა სწავლაც შეუძლიათ. 

„მოსწავლეებში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თბილისის N10 საჯარო სკოლას ესტუმრა.
 
შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის სასწავლო პროცესის სპეციალისტი მარიამ სეფაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო პროფესიული განათლების სპეციფიკა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

კოლეჯის ინიციატივით საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი: „სახანძრო უსაფრთხოება და პირველადი გადაუდებელი დახმარება“, რომელიც აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელმა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიგა ჭკადუამ ჩაატარა.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები“, - წერია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203