თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით მინი სპექტაკლები დადგეს
29-05-2018
თამარისის N1 საჯარო სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ლია აბულაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასლებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და იმღერეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სცენაზე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით მინი სპექტაკლები დადგეს. 

„პატარებმა ღონისძიების დროს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და მაყრებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203