ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დე, შენ ჩემი გაზაფხული ხარ“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედების ამაგი და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მაია ოდიშარია(რუსული ენა), თამუნა შანავა( ინგლისური ენა), გულისა გეგეშიძე(ქართული ენა), მაყვალა ხარაიშვილი(ხელოვნება), თეონა მეგრელიშვილი( დაწყებითი კლასები).
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: