არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელს ქალბატონებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს
04-04-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია სარვამარტო ღონისძიება. მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დედის როლი და ამაგი აღნიშნეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ არბოშიკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა, სიყვარულის, პატივისცემის გაზიარებას ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203