„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს მაღალი ხარისხის სწავლებას“ - კობა შავაძე, ბოძაურის საჯარო სკოლის პედაგოგი
04-04-2024

კობა შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის პედაგოგის წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია, გამოირჩევა კრეატიულობითა და გუნდური მუშაობის უნარით - ამ თვისებების გამო კი მოსწვალეებს განსაკუთრებით უყვართ და პატივს სცემენ. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ კობა შავაძესთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გუნდური მუშაობა, ინტელექტი, კრეატიულობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მაღალი ხარისხის სწავლება. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- სწავლა სწავლა და სწავლა. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მეტ დროს დავუთმობდი პრაქტიკულ მუშაობას. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ დადებითად. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესები, როდესაც მიზანს მივაღწიე, რამოდენიმე.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ყოველთვის მაინტერესებდა ტექნოლოგიების და ბუნების შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203