ხოჯორნის საჯარო სკოლაში რუსული კლასიკური პოეზიის საღამო - „იმედი, რწმენა, სიყ
პოეზიის საღამოს რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ასტხრიკ აბოვიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წაიკითხეს პუშკინის, ლერმონტოვის, ესენინის,
„ასტხრიკ აბოვიანმა, რომელიც ერთ-ერთი უხუცესი პედაგოგია სკოლაში, საოცრად თბილ და მყუდრო გარემოში რუსი კლასიკოსების შედევრები არა მარტო რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზეც წარმოგვიდგინა. მეექვსეკლასელთა ნამღერმა კი ბავშვობაში დაგვაბრუნა. მათ კომპოზიტორ შაინსკის და ნიანგი გენას ცნიბილი სიმღერები შეასრულეს. ასტხრიკ აბოვიანის ყოფილმა მოსწავლემ და ამჟამად კოლეგამ ნარინე ასატრიანმა მარინა ცვეტაევას „ლოცვა“ წაგვიკითხა, საღამოს დასასრულს კი თავად საღამოს შემოქმედმა წაიკითხა - ლერმონტოვის „აფრა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები